четверг, 17 июля 2014 г.

                                                  მე-9 დღე.

      დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.სიხარული და სევდა ერთფაშად დამეუფლა.
საშინაო დავალებები წარმატებით ჩავაბარეთ:-სულ ყოჩაღ დაიმსახურეს ჯგუფის წევრებმა,ამაშია ინტერაქციის მუღამი, სწორედ...და , რა თქმა უნდა გვანცას პროფესიონალიზმი.
2 წუთში წარვადგინეთ პროექტების საბოლაო ვერსიები,გავაკეთეთ გამოხმაურება, თვითშეფასება,3 ძლიერი მხარე ინტელის ტრენინგებისა და 2 სუსტი მხარე ჩვენი ინტელში საქმიანობისა.
   
მომეწონა და ძლიერ მხაედ ვთვლი, რომ ვიპოვე ჩემი და მოსწავლეების საჭიროებისათვის უნიკალური გზამკვლევი-ინტელის ბაზა;რომ გავიცანი ბოლოსდაბოლოს ეს უნიკალური ტრენერი გვანცა,და მესამე-ჩემს რაიონში ვიპოვე თანამოაზრეები, ვისაც გავუზიარებ,დავეკითხები,შევაფასებინებ და ვისთანაც ერთად ვიმუშავებ "ინტელურად", ....თუ რა დავარქვა...არ ვიცი.
გადავიღეთ სურათები,გავცვალეთ მისამართები.
     მომავალ შეხვედრამდე ინტელ ესსენშელ!!! ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი, ვეცდები დაგიმეგობრდე!


ესეც ჩემი პრეზენტაცია...





понедельник, 14 июля 2014 г.

                                        მე-8 დღე

მოდული 8.ფასილიტაცია-გავიარეთ უმარტივესად ინტერაქტიურად:იმდენი რამე ვისწავლეთ, საიდან დავიწყო, თვლაც კი ამერია...-კერძოდ:.გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა და  როგორ შევქმნათ და ჩავაშენოთ ბლოგზე პორტფოლიო და ჩვენი ნამუშევრები.ჯერ დავითრგუნეთ,მერე დავიქოქეთ... და დავალება რომ მივიღეთ- მოვამზადოთ 2 წთ-ნი პტეზენტაცია, ვიყოთ თეთრი და შავი ოპონენტები მოცემული კოლეგებისა, ისე შევასრულებთ,,, ნახავთ, როგორ გაგოცებთ, გვანცა!!!!(ოღონდ ქობულეთურად არ დაბეჩტე ცავ!!!!)


пятница, 11 июля 2014 г.

                                                    დღე მე-7

დღე მშვიდობისა, სიკეთისა და წარმატებებისა!!!!!

ჩავაბარეთ საშინაო დავალებები-მოსწავლის როლი მშვენივრად მოვირგეთ,იმიტომ რომ რეალობაში წარმივიდგინე ჩემი ბავშვები რას გააკეთებდნენ ჩემი პროექტის ფარგლებში.

მერე ვისიამოვნე და სასიამოვნოდ გავოცდი ბლუმის და გარდნერის მატრიცის გენიალურობითა და სიმარტივით, ეთერმა თქვა:ყველაფერი გენიალური მარტივიაო, ვეთანხმები!!!
ვისწავლეთ ბლოგზე ბექრაუნდისა და ფეიჯერების გაკეთება,შევცვალეთ ფონი, გავაკეთეთ სასურველი  ჩანართები. მივიღეთ საშინაო დავალებები.პროდუქტიული დღე იყო,ყოჩაღ გვანცა-რა მარტივად და გასაგებად გვიხსნი...
რაც კარგია, კარგია!!!
ნახვამდის!!

вторник, 8 июля 2014 г.

                                                         დღე მე-6

გაგიკვირდებათ და დღეს მოსწავლეთა როლები მოვირგეთ, გავიაზრეთ რა სასწავლო რესურსებს შექმნიან ჩვენი მოსწავლეები, ანუ რა სასწავლო რესურს შევქმნი მე მოსწავლის როლში ჩემი პროექტის ფარგლებში.
  გასააზრებელი მაქვს შინ პრობლემა-მიზეზი,პრობლემის გადაჭრის გზები, აუცილებლად ჩასატარებელი მაქვს კვლევა თავისი ნიუანსებით:დიაგრამებით, პროცენტებით და ა. შ.
 გავიმეორე სურათისა და ვიდეოს დადების ინცტრუქცია პრეზენტაციისათვის და მივიღე დავალება....მოვამზადო პოვერ-პოინტში პრეზენტაცია,გაზეთი, პუბლიკაცია,
წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს!!!

суббота, 5 июля 2014 г.

                                                          დღე-მე-5.

 დღეს გავიარეთ საკითხები: უკუკავშირი,მეთოდები,საავტორო უფლებები,ბიბლიოგრაფის გაკეთება,საძიებო სისიტემები, ონლაინ საკომუნიკაციო რესურსები,კოლაბორაცია...
პრაქტიკულად კი-როგორ დავარედაქტიროთ გოგლ დრაივზე გუგლ. დოკები,როგორ ჩავაშენოთ საპრეზენტაციო( და ნებისმიერი ) მასალა ბლოგზე.
ვიმსჯელეთ კოლაბირაციაზე-საერთო მიზნის მისაღწევ ერთობლივ შრომაზე...

ვისწავლეთ, როგორ გავუკეთოთ კომენტარი მეგობრებს ბლოგზე და მივიღეთ ეს საშინაო დავალებად "1.2.3"სტრატეგიის გამოყენებით.

პროდუქტიული დღე იყო.
ნახვამდის...

среда, 2 июля 2014 г.

                                               დღე მე-4

გამარჯობა!

სულის შემაწუხებლად სასიამოვნო მზიანი დღეა,ისევ ქობულეთის N1 სკოლაში, ისევ ისტ-ის კაბინეტში, და რაც მთავარია გვანცასთან.

საშინაო დავალება ჩავაბარე,მივიღე რეკომენდაციები და შექება,ვარ გედნიერი!!!!

დღეს გავაკეთეთ დროში გაწერილი  შეფასების გეგმა,ე.ი. დავასრულეთ პროექტი შეფასებამდე და ვისწავლე ის, რაც ყელაზე მეტად მინდოდა, რასაც ყველაზე მეტად ვეძებდი და რაც ყველაზე ადვილი სანახი ყოფილა,-პრეზენტაციების  სლაიდშოუების მაკეტების, მაგალითების ადგილი ამ "ეშმაკის მანქანაში"...ისევ გავიხარე!!!!

ჩვენ მიერ ატვირთული პროექტი ქოპი- პასტ-ის გამოყენებით "გავაშანშალეთ"ჩვენ მიერვე შერჩეულ პოვერ-პოინტის საპრეზენტაციო ფაილებში.შინ დასამუღამებელი მაქვს სლაიდშოუების მაგალითები,,რუბრიკების ბიბილიოთეკა და ...რა ვიცი კიდევ რა აღმოჩნდება ამ უსასრულო ინტელის მასალაში ჩემთვის საჭირო...
აი, ჩემი დღევანდელი ნაშრომი

 ნახვამდის!


воскресенье, 29 июня 2014 г.

                                                           დღე - მესამე.

საშინაო დავალებები ისევ "დიდი მონდომებით" გავაკეთეთ და ისევ ვერ ავცდით ამ " მასშტაბურ ყოვლისმომცველობას, სხვათა შეფასებისას გავიგე, რომ უნდა გამეკეთებინა  რეკლამა -ბუკლეტი, რასაც ჩემი მე-6 კლასელები დიდი სიხრულით აკეთებენ ქართულის გაკვეთილზე.ე.ი  უფრო გავამარტივო და არ უნდა დავტვირთო ძედმეტი ინფორმაციით.... როგორც იქნა გავიგე.

თანდათან და კიდევ უფრო მომწონს ინტელის რესურსები, განსაკუთრებით აღმაფრთოვანა დღეს "მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვებმა"-ფაქტობრივად მზა მასალა და გზამკვლევი წინ მიდევს და როგორმე გავაკეთებ ისეთ პროექტს,რომ იამაყოთ, გვანცა, რომ თქვენ ჩემი ტრენერი ხართ...

მივიღე ახალი დავალება და იმედია ოთხშაბათს მაინც ავცდები ამ სიტყვებისა და დითირამბების ბრახა-ბრუხს...