среда, 2 июля 2014 г.

                                               დღე მე-4

გამარჯობა!

სულის შემაწუხებლად სასიამოვნო მზიანი დღეა,ისევ ქობულეთის N1 სკოლაში, ისევ ისტ-ის კაბინეტში, და რაც მთავარია გვანცასთან.

საშინაო დავალება ჩავაბარე,მივიღე რეკომენდაციები და შექება,ვარ გედნიერი!!!!

დღეს გავაკეთეთ დროში გაწერილი  შეფასების გეგმა,ე.ი. დავასრულეთ პროექტი შეფასებამდე და ვისწავლე ის, რაც ყელაზე მეტად მინდოდა, რასაც ყველაზე მეტად ვეძებდი და რაც ყველაზე ადვილი სანახი ყოფილა,-პრეზენტაციების  სლაიდშოუების მაკეტების, მაგალითების ადგილი ამ "ეშმაკის მანქანაში"...ისევ გავიხარე!!!!

ჩვენ მიერ ატვირთული პროექტი ქოპი- პასტ-ის გამოყენებით "გავაშანშალეთ"ჩვენ მიერვე შერჩეულ პოვერ-პოინტის საპრეზენტაციო ფაილებში.შინ დასამუღამებელი მაქვს სლაიდშოუების მაგალითები,,რუბრიკების ბიბილიოთეკა და ...რა ვიცი კიდევ რა აღმოჩნდება ამ უსასრულო ინტელის მასალაში ჩემთვის საჭირო...
აი, ჩემი დღევანდელი ნაშრომი

 ნახვამდის!


4 комментария:

  1. გამარჯობა მარინე! ინტერესით გავეცანი პროექტის გეგმას.
    მაინტერესებს: 1) როგორ გესმით წარსდგა ,,მშიერი და ვერა შიშველი"?
    2) შევძლებდით თუ არა დღეს ექვთიმეს გზის გავლას?
    3) თავისი ღვაწლით ვის გვერდით შეიძლება დავაყენოთ ექვთიმე თაყაიშვილი?
    ძალიან მომეწონა პროექტის იდეა, დავინახე რომ დღეს აქტუალურია საქართველოსთვის თავდადებული გმირების გახსენება და წარმოჩენა, ვფიქრობ მოსწავლეები დეტალურად გამოიკვლევენ გმირი წმინდანის ღვაწლს და ხომ იცი ,, რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების საშვილიშვილოდ გადაეცემის"
    სასურველია პროექტს ჰქონდეს გაგრძელება და თავად მოსწავლეებმა აირჩიონ შემდეგი პროექტის გმირი.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ეთერ,ეს სიტყვები წმინდა წერილიდანაა,ფსალმუნებიდან...როცა ექვთიმეს ნება მისცეს კომუნისტებმა სამშობლოში დაბრუნებისა,ეს მისი ნანატრი ოცნებაც იყო, მაგრამ უარი თქვა-ასე ჩამოძენძილს ესირცხვილებოდა საქართველოში დაბრუნება ამხელა საგანძურით...-ამ სიტყვებმა მიახვედრა საბჭოთა მთავრობა რომ დიდ მეცნიერს ნორმალური სამოსი არ ჰქონდა და მიაწოდეს...
      ექვთიმეს გზა რომ გაიაროს ადამიანმა მასავით დიდი მეცნიერი,პროფესიონალი დაპატრიოტი უნდა იყოს...ეს მაშინ უსაშურესი საქმე იყო და უფალმა ამ დიდი მისიისათვის მოავლინა ამ ქვეყანაზე,ასე რომ,თუ საჭირო გახდა, ალბათ შესაძლებელია უფლის რჩეულობა,თუსაჭიროება მოითხოვს და ღრუბლებში ინებებენ....>>>>
      "მრავალნი არიან გამორჩეულნი და მხოლოდ ერთმა მოიპოვოს ნიჭიო"-გვმოძღვრავს წმ.წერილი და ასეთი უნიკალური შემთხვევა,ამბავი...რაც გინდა დავაარქვათ,იყო ექვთიმე ,ვფიქრობ ღირსეულად დაავანა დედაეკლესიამ ის წმინდანთა გალერეაში!
      დიახ, წინა თუ შემდეგ გმირებს ჩემი მოსწავლეები თავად აირჩევენ,-მე ინტრიგა შევაგდე-ვის ვთვლი ზნეობრივ გმირად.
      არ მინდა ჩემი მოსწავლეები განჯგონებულ ქართველებად გაიზარდნონ, როგორც ჩვენი საზიგადოების დიდი უმრავლესობა,-ანუ ვისაც თეთრი შავისაგან ვერ გაურჩევია და ერთი ხელის მოსმით ხვდებიან ბოროტის ხახაში...

      Удалить
  2. 1) ქრთულის სტანდარტი დასაკონკრეტებელია?
    2) როგორ განახორციელებთ პროექტს?
    3) შესაძლებელია დღეს ადამიანმ გაიმეოროს ეკვთიმეს გზა?

    მოსაწონია რომ პროექტის შინაარსიდან გამომდინარეობს მიზნები და ამოცანები.
    მხოლოდ სამოქალაქო განათლების სტანდარტია ზუსტად მორგებული.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიახ, ნინიკო,დასაკონკრეტებელი იყო და დავაკონკრეტე.
      დააკვირდი დროში გაწერილ შეფასების სქემას და ადვილად მიხვდები როგორ განვახორციელებთ პროექტს;
      თუ ცაში მამაღმერთი ინებებს,ყველაფერი შეიძლება:"მრავალნი არიან გამორჩეული, მხოლოდ ერთმა მოიხვეჭოს ნიჭიო"-ბრძანებს წმ.წერილი...ვნახოთ...მე მინდა ექვთიმეს ზნეობრივი მაგალითი სულ უტრიალებდეთ გონებაში ჩემს მოსწავლეებს,ახლობებს-მცირედით კმაყოფილება და დიდიდაქმეების კეთება რჩეულთა ხვედრია...

      Удалить