воскресенье, 29 июня 2014 г.

                                                           დღე - მესამე.

საშინაო დავალებები ისევ "დიდი მონდომებით" გავაკეთეთ და ისევ ვერ ავცდით ამ " მასშტაბურ ყოვლისმომცველობას, სხვათა შეფასებისას გავიგე, რომ უნდა გამეკეთებინა  რეკლამა -ბუკლეტი, რასაც ჩემი მე-6 კლასელები დიდი სიხრულით აკეთებენ ქართულის გაკვეთილზე.ე.ი  უფრო გავამარტივო და არ უნდა დავტვირთო ძედმეტი ინფორმაციით.... როგორც იქნა გავიგე.

თანდათან და კიდევ უფრო მომწონს ინტელის რესურსები, განსაკუთრებით აღმაფრთოვანა დღეს "მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვებმა"-ფაქტობრივად მზა მასალა და გზამკვლევი წინ მიდევს და როგორმე გავაკეთებ ისეთ პროექტს,რომ იამაყოთ, გვანცა, რომ თქვენ ჩემი ტრენერი ხართ...

მივიღე ახალი დავალება და იმედია ოთხშაბათს მაინც ავცდები ამ სიტყვებისა და დითირამბების ბრახა-ბრუხს... 

четверг, 26 июня 2014 г.

                                    დღე მე-2.

ისევ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ამ  უჭკვიანესი "ეშმაკის მანქანით".

დღეს  ვიმსჯელეთ ჩვენი პროექტების იდეებზე,მოვისმინეთ, შევაფასეთ, "დავბრაკეთ", შევაქეთ, უხვად ჩამოვარიგეთ რეკომენდაციები:-უმეტესობის ნაკლია სირთულე,ე.ი. გვჭირდება სიმარტივე, ფილოსოფიის კანონებიც ხომ მარტივიდან რთულისაკენ სვლაა.
 მე ვაპირებ მომავალი სასწავლო წლისათვისექვთიმე თაყაიშვილზე შევთავაზო და მოვასურვო ჩემს ბავშვებს პროექტი -"წარსდგა მშიერი და ვერა შიშველი".

დღეს ვისწავლე პუბლიკაციისათვის ფლეიერის, ბუკლეტის....სერტიფიკატის, და ა.შ. უამრავი საჭირო რესურსის-პროექტისათვის, გაკვეთილისათვის, მომავალი პროფესიული საქმიანობის გახალისებისა და გალამაზებისათვის მოსაწვევების,ბუკლეტების სხვადასხვა ხერხებით გაკეთება, ვიცი სადაა განთავსებული მათიშაბლონები,რაც აუცილებლად დამჭირდება ელექტრონული პორტფოლიოსათვის.მივიღე საშინაო და ვალება და შექება ტრენერისათვის, რაც ამ ცხელ და ლამის გაუსაძლის დღეებში მეხმარება ვიყო მოწოდების სიმაღლეზე.

понедельник, 23 июня 2014 г.

                                             პირველი დღის რეფლექსია.
გამარჯობა,

დღეს 23 ივნისია და დაღლილობისაგან  გადაშტერებულმა მასწავლებლებმა  თავი მოვიყარეთ ქობულეთის N 1 სკოლაში ახალ, ჩემთვის ამ სასწავლო წლის ბოლოს რიგით მეოთხე ტრენინგზე-"პროექტებით სწავლება," უკვე 96 კრედიტსაათი დავაგროვე და მეშინია არ  "გავმეცნიერდე".
  ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა...
 ჩემთვის საოცრებაა, რომ ამდენ ახალ საჭირო ცოდნასა და რესურს გავეცანი, რაც დამეხმარება პროფესიულ დაოსტატებაში, საკუთარი შრომის გამარტივებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
 გამოგიტყდებით, რომ პროექტები ჩემი ჰობი და სისუსტეა, მიყვარს პროექტების კეთება და საკმაო გამოცდილებაცა მაქვს რესპუბლიკური გამარჯვებული პროექტები.

ახლა , ამ სიცხეში ერთი თავსატეხი გამიჩნდა-დასამუშავებელი -ე.ი. წასაკითხი და აღსაქმელი მაქვს საკმაოდ დიდი ონლაინ სახელმძღვანელო intel essentials-ი, რომ დავამუღამო როდის სად მივმართო საჭირო გზამკვლევ ინფორმაციას.
   და კიდევ, დაუსწრებლად ვიცნობდი ტრენერ გვანცას და როცა გავიცანი, გაამართლა, ნანახი შეესაბამება გაგონილს-ტრენინგი ინტერაქტიური და საშურია ჩემთვის-სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის,ვისაც ოცნებად მექცა სქემის შემდეგი საფეხურების დაპყრობა.
 au revoire!!!