პირველი დღის რეფლექსია.
გამარჯობა,
დღეს 23 ივნისია და დაღლილობისაგან გადაშტერებულმა მასწავლებლებმა თავი მოვიყარეთ ქობულეთის N 1 სკოლაში ახალ, ჩემთვის ამ სასწავლო წლის ბოლოს რიგით მეოთხე ტრენინგზე-"პროექტებით სწავლება," უკვე 96 კრედიტსაათი დავაგროვე და მეშინია არ "გავმეცნიერდე".
ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა...
ჩემთვის საოცრებაა, რომ ამდენ ახალ საჭირო ცოდნასა და რესურს გავეცანი, რაც დამეხმარება პროფესიულ დაოსტატებაში, საკუთარი შრომის გამარტივებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
გამოგიტყდებით, რომ პროექტები ჩემი ჰობი და სისუსტეა, მიყვარს პროექტების კეთება და საკმაო გამოცდილებაცა მაქვს რესპუბლიკური გამარჯვებული პროექტები.
ახლა , ამ სიცხეში ერთი თავსატეხი გამიჩნდა-დასამუშავებელი -ე.ი. წასაკითხი და აღსაქმელი მაქვს საკმაოდ დიდი ონლაინ სახელმძღვანელო intel essentials-ი, რომ დავამუღამო როდის სად მივმართო საჭირო გზამკვლევ ინფორმაციას.
და კიდევ, დაუსწრებლად ვიცნობდი ტრენერ გვანცას და როცა გავიცანი, გაამართლა, ნანახი შეესაბამება გაგონილს-ტრენინგი ინტერაქტიური და საშურია ჩემთვის-სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის,ვისაც ოცნებად მექცა სქემის შემდეგი საფეხურების დაპყრობა.
au revoire!!!

Комментариев нет:
Отправить комментарий